რუსული ტყვეობიდან კიდევ 45 უკრაინელი ჯარისკაცი გაათავისუფლეს – ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.
“მორიგი გაცვლა მოხდა – უკრაინის შეირაღებული ძალების 45 მებრძოლი გაათავისუფლეს. მათ შორის არიან ჯარისკაცები და სერჟანტები, რომლებიც ბრძოლებში ჩვენს სახელმწიფოს იცავდნენ”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.