უკრაინამ ყირიმი შესაძლოა დიპლომატიური გზით დაიბრუნოს–ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტისს, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შესაძლოა ისე მოხდეს, რომ უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი დიპლომატიური გზით დაიბრუნოს.

„სხვა გამოსავალი არ არის, აუცილებელია ტერიტორიის დეოკუპაცია. ასევე შესაძლოა მოხდეს, რომ ყირიმი დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ. რა თქმა უნდა, უკრაინაში უფრო მეტად ამ საკითხის მოგვარების დიპლომატიურ გზას უჭერენ მხარს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, მან ყირიმის დეოკუპაციასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრისას თავი შეიკავა.

“ადამიანთა რომელი წრე განიხილავს ამ საკითხს? როდის იქნება ეს? ახლა ვერ ვიტყვი”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.