„ჩვენ გვაქვს წესი, რომ კომენტარს არ ვაკეთებთ მიწოდებაზე მანამ, სანამ მომწოდებელი ქვეყანა არ გააკეთებს განცხადებას ან არ შევთანხმდებით, რომ შეგვიძლია ამაზე საუბარი. მუშაობა ბევრ რამეზე მიმდინარეობს, დაწყებული საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან. უკვე მიღწეულია შეთანხმებები როგორც პრეზიდენტის, ასევე მთავრობის დონეზე ზოგიერთ ქვეყანასთან. არის რაღაც რაც მომავლისთვის მუშავდება. […]როცა განხორციელდება, შეიტყობთ. ეს წლის ბოლომდე მოხდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მოხდეს წლის ბოლომდე და ამაზე არის შეთანხმებები”
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.