უკრაინამ ხარკივის რეგიონში 20-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლა – ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. გენშტაბის მთავარი ოპერაციული დირექტორატის წარმომადგენელი, ოლექსეი გრომოვი აცხადებს, რომ ხარკივის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ეროვნული გვარდიის დანაყოფებთან ერთად ამ კვირაში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით ოპერაცია დაიწყეს.
- „ამჟამად, სამხედრო დანაყოფებმა მტრის თავდაცვა 50 კმ-მდე გაარღვიეს. გაფილტვრის ოპერაცია მრავალ დასახლებაში გრძელდება. აქტიური ოპერაციიების მსვლელობისას, ხარკივის მიმართულებით 20-ზე მეტი დასახლება გათავისუფლდა“ – განაცხადა გრომოვმა.