რეგიონის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით უკრაინამ ქალაქ ხარკოვზე კონტროლი სრულად აღადგინა. მისი თქმით, ქალაქს ახლა შეიარაღებული ძალები მტრისგან წმენდს.
„ხარკოვზე კონტროლი მთლიანად ჩვენია! შეიარაღებული ძალები, პოლიცია და თავდაცვის ძალები მუშაობენ და ქალაქს მთლიანად წმენდენ მტრისგან”,– წერს ის ტელეგრამ არხზე.
ცნობისთვის, რუსმა ჯარებმა ღამით შეძლეს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში შესვლა, დილიდან იქ ბრძოლები მიმდინარეობს.