უკრაინელებმა, ხერსონის ოლქში, კიდევ 5 დასახლება გაათავისუფლეს. ამის შესახებ შესაბამის ინფორმაციას, სამხრეთის სარდლობა ავრცელებს. ასევე მათი ცნობით, სამხრეთ ბუზკას ზონაში ვითარება დაძაბულია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება.
- “ჩვენმა დანაყოფებმა მიაღწიეს წარმატებას ბერისლავის რაიონში ნოვოვასილივკას, ნოვოჰრიჰორივკას, ნოვაია კამიანკას, ტრიფონივკასა და ჩერვონის გათავისუფლებაში”, – ამბობს პრესსპიკერი, ვლადისლავ ნაზაროვი.