უკრაინამ 61 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 61 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა – ინფორმაციას, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს. ჯარისკაცების ცხედრები   უკვე უკრაინაშია გადასვენებული.​

“დღეს, 10 თებერვალს რეინტეგრაციის სამინისტროსა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისიის ოფისის დახმარებით, სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით, უკრაინის 61 დამცველის ცხედარი ახლობლებს დაუბრუნდა” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში