უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს

ამ წუთებში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.  პირველი კადრები რუსულმა მხარემ გამოაქვეყნა.

მხარეები სტამბულში გამართული მოლაპარაკებების დროს განხილული საკითხების შესახებ იმსჯელებენ. ასევე ცნობილია რომ რუსულმა მხარემ დღეს უკრაინელების მიერ გაგზავნილი მოთხოვნების შესახებ საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს.