უკრაინას არ აქვს უფლება დაბომბოს რუსეთი გერმანული იარაღით – შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება გამოიყენოს გერმანიიდან მიღებული იარაღი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმისთვის – წერს ამის შესახებ  Die Zeit.

მსგავს წესებს ასევე განსაზღვრავენ იარაღის სხვა დასავლური მიმწოდებლები, თქვა შოლცმა ბენდორფში გამართულ საჯარო ღონისძიებაზე.

კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ დახმარება აუცილებელია, მაგრამ ასევე ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არ მოხდეს ომი რუსეთსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს (ნატოს) შორის.