“უკრაინას არ შეუცვლია თავისი ტერიტორიის საზღვრები! ” – ასე პასუხობს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
“დადებითად აღვნიშნავთ, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი შეშფოთებულია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გამო. გაცნობებთ, რომ უკრაინას არ შეუცვლია თავისი ტერიტორია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ცნობისთვის, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ “არარეალურია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მაშინ, როცა ომი მიმდინარეობს”. ამასთან, ორბანი აღნიშნავს, რომ “ძალიან რთულ კითხვებზე პასუხის გაცემაა საჭირო, სანამ ევროკავშირი უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებებს დაიწყებს”.