რუსეთი უკრაინას სთავაზობს, უსაფრთხოების გარანტორთა სიაში ბელარუსი შეიყვანონ. ამის შესახებ საგარეო მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„არ მინდა მოლაპარაკებების პროცესისა და შინაარსის დეტალებში შესვლა, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ უკრაინული მხარის მოთხოვნით, ნეიტრალურ, არაბლოკურ, არაბირთვულ სტატუსს თან უნდა ახლდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. უკრაინელ მეზობლებს სურთ, რომ უკრაინის მიმდებარე ყველა ქვეყანა და რიგი სხვა სახელმწიფოები უსაფრთხოების გარანტორებში ნახონ, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები. ჩვენ შევთავაზეთ, რომ ბელარუსი იყოს ასეთ გარანტორ ქვეყნებს შორის”,– თქვა ლავროვმა.
ცნობისთვის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყნები შეიძლება იყვნენ: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, თურქეთი, გერმანია, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. უკრაინა მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გუშინ თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ბელარუსის მონაწილეობის გარეშე არ შეიძლება მიმდინარეობს.