უკრაინას თავს არ დავსხმივართ, სხვა ქვეყნებზე თავდასხმას არ ვგეგმავთ – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამტკიცებს რომ რუსეთი არ შეჭრილა უკრაინაში და არც სხვა ქვეყნებზე თავდასხმა არ იგეგმება. ამის შესახებ,  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“სხვა ქვეყნებზე თავდასხმას არ ვგეგმავთ, არც უკრაინას დავსხმივართ თავს. მაგრამ ჩვენ, უბრალოდ, არაერთხელ ავუხსენით უკრაინას, რომ შეიქმნა სიტუაცია, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას. ჩვენი მრავალწლიანი შეხსენებების, შეგონების, მოწოდებების მიუხედავად, არავინ მოგვისმინა”. – ამბობს ლავროვი.

ლავროვი ასევე  ამტკიცებს, რომ მარიუპოლში სამშობიარო სახლის დაბომბა განპირობებული იყო იმით, რომ საავადმყოფო რადიკალური ბატალიონის მიერ იყო დაკავებული.

ფოტო გადაღებულია 9 მარტს, დაბომბილ მარიუპოლის სამშობიაროში, დაშავებული ფეხმძიმე ქალი შენობას ტოვებს

“პირველად არ გვესმის პათეტიკური შეყვირებები ე.წ. სიმხეცეების შესახებ. გაეროს უშიშროების საბჭოზე იყო წარმოდგენილი ჩვენი დელეგაციის მიერ, რომ ეს სამშობიარო სახლი დიდი ხანია დაკავებულია ბატალიონი “ოზოფისა” და სხვა რადიკალების მიერ, საიდანაც გამოაგდეს ყველა ორსული, ექთნები, პერსონალი. ეს ულტრა-რადიკალური ბატალიონის “ოზოფის” ბაზა იყო. ეს მონაცემები წარდგენილი იყო სამი დღის წინ. ამიტომაც დასკვნები გააკეთეთ თვითონ”, – განაცხადა ლავორვმა.

მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 1 ბავშვია, 17 ადამიანი კი დაიჭრა.