თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ უკრაინისთვის იარაღის ვერმიწოდებით საქართველოს მოქალაქეების ინტერესს იცავს. ამის შესახებ ბურჭულაძემ, პარლამენტში განაცხადა, სადაც მას დეპუტატები მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.
”მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ურთიერთობები NATO-სთან ყოველ წელს უფრო ინტენსიური ხდება. საქართველო და პირადად მე, ჩემი მინისტრობის პერიოდში 4-ჯერ ვიყავი მიწვეული და ვმონაწილეობდი NATO-ს თავდაცვის მინისტერიალში. შესაბამისად, უკრაინისთვის იარაღის გადანაწილების პროცესში ჩვენი არმონაწილეობის შეფუთვა, თითქოს საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობას ჩამოშორდა, არის სიცრუე და მიზნად ისახავს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის დისკრედიტაციას. უფრო მეტიც, ის, რომ ჩვენ უკრაინას იარაღს ვერ ვაწვდით, ამით მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვიცავთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და საქართველოს ახალი კონფლიქტის რისკისგან ვაზღვევთ.” – განაცხადა ბურჭულაძემ.