უკრაინას მხარდაჭერას პოლ მაკარტნიც უცხადებს

სერ პოლ მაკარტნიმ უკრაინის მხარდასაჭერად ტვიტერზე დაწერა: “ვიხსენებ 2008 წელს, როცა უკრაინაში დამოუკიდებლობის მოედანზე ვუკრავდი ჩვენი მეგობრებისთვის და ვფიქრობ მათზე ამ რთულ დროს. გიგზავნით ჩვენს სიყვარულს და მხარდაჭერას“.

მუსიკოსი იმ ორგანიზაციების ლინკებსაც ნიშნავს ტვიტერზე, ვისი საშუალებითაც ბრიტანელებს შეუძლიათ ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობას დაეხმარონ.