უკრაინას მხარს ყველა ფორმით დავუჭერთ – საფრანგეთის საგარეო მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ უკრაინას მხარს “ყველა ფორმით” დაუჭერენ. ამის შესახებ, მინისტრმა, პრეზიდენტ მაკრონის მიერ გამართული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„ომის გადაწყვეტილება არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. ამას მოყვება მყისიერი და მასობრივი შედეგები და მძიმე ხარჯი“ – განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.