“დე ფაქტო ჩვენ უკვე გავიარეთ გზა NATO-სკენ. დე ფაქტო, ჩვენ უკვე დავამტკიცეთ თავსებადობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან. ისინი რეალურია უკრაინისთვის – რეალურია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტში. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით ერთმანეთს და ვიცავთ ერთმანეთს. სწორედ ესაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. დე ფაქტო.

დღეს უკრაინას შეაქვს განაცხადი, რომ ეს გახდეს დე იურე. პროცედურის თანახმად, რომელიც შეესაბამება ჩვენს ღირებულებას მთელი ჩვენი საზოგადოების დასაცავად. დაჩქარებული წესით”

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.