ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ედგარს რინკევიჩი დარწმუნებულია, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს უფლება დაარტყას სამხედრო ობიექტებს, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე აეროდრომებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ.
Bloomberg-ის ცნობით, რინკევიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს ქვეყნებს ესკალაციის “არ უნდა ეშინოდეთ”.
„ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება უკრაინელებს გამოიყენონ იარაღი სარაკეტო ობიექტების ან აეროდრომების განადგურებისთვის, საიდანაც ეს ოპერაციები ხორციელდება (სარაკეტო დარტყმები ინფრასტრუქტურაზე – რედ.)“ – თქვა პოლიტიკოსმა.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ნატოს სხვა რამდენიმე წევრი ქვეყანაც თვლის, რომ უკრაინას არ უნდა ჰქონდეს რაიმე შეზღუდვა, თუ როგორ გამოიყენებს იარაღს რუსეთთან ომში.