უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლება უნდა ჰქონდეს – ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ედგარს რინკევიჩი დარწმუნებულია, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს უფლება დაარტყას სამხედრო ობიექტებს, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე აეროდრომებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ.

Bloomberg-ის ცნობით, რინკევიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს ქვეყნებს ესკალაციის “არ უნდა ეშინოდეთ”.

„ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება უკრაინელებს გამოიყენონ იარაღი სარაკეტო ობიექტების ან აეროდრომების განადგურებისთვის, საიდანაც ეს ოპერაციები ხორციელდება (სარაკეტო დარტყმები ინფრასტრუქტურაზე – რედ.)“ – თქვა პოლიტიკოსმა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ნატოს სხვა რამდენიმე წევრი ქვეყანაც თვლის, რომ უკრაინას არ უნდა ჰქონდეს რაიმე შეზღუდვა, თუ როგორ გამოიყენებს იარაღს რუსეთთან ომში.