რუსეთსი, კურსკის ოლქში შექმნილი ვითარების ფონზე, ევროკავშირი კვლავ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ურკაინას. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის საგარეო საქმეთა სპიკერმა პიტერ სტანომ გააკეთა.
“საერთაშორისო სამართლის წესების მიხედვით, უკრაინას კანონიერი უფლება აქვს თავი დაიცვას, მათ შორის აგრესორის ტერიტორიაზე დარტყმებით” – განაცხადა ამის შესახებ Suspilne-სთვის მიცემულ კომენტარში პიტერ სტანომ, იუწყება UNN.
ცოტა ხნის წინ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში, სუჯის გამშვები პუნქტის რაიონში რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო დაატყვევეს.
6 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ფრაგმენტული ცნობები უკრაინული შენაერთების მიერ რუსეთის საზღვრის გადაკვეთისა და კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ღრმად წინსვლის შესახებ. თავიდან რუსეთის სასაზღვრო ზონაში სიტუაციის ესკალაცია დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის მიერ გარღვევის ჩვეულებრივ მცდელობას ჰგავდა, რაც გასულ წელს უკვე მოხდა. თუმცა, თუ ბრძოლის ინტენსივობით ვიმსჯელებთ , ამჯერად ყველაფერი უფრო სერიოზულია. არსებობს ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევის განვითარებას განაგრძობენ.
სამშაბათს ღამით კურსკის რეგიონს დრონებით დაესხნენ თავს – რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ რეგიონის თავზე 26 დრონი ჩამოაგდეს. იმავე ღამით, სუჯას რეგიონულ ცენტრს, რომელიც რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 10 კილომეტრში მდებარეობს, ცეცხლი გაუხსნეს.
დილით კი დაიწყო ცნობების გავრცელება შეიარაღებული ჯგუფების რამდენიმე მიმართულებით გარღვევისა და სასაზღვრო ზონაში ბრძოლების შესახებ.
მსგავსი რამ მოხდა 2023 წელს, როდესაც მებრძოლებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერილი ფორმირებების – რუსეთის მოხალისეთა კორპუსის და რუსეთის თავისუფლების ლეგიონის მებრძოლებმა განახორციელეს რეიდები ბრაიანსკის, კურსკის ტერიტორიაზე და ბელგოროდის რეგიონებში.
თვითმხილველებმა მაშინვე შეამჩნიეს, რომ მიმდინარე გარღვევა არ ჰგავდა წინა რეიდებს – ამჯერად იყო დიდი რაოდენობით რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრილი ჯგუფები, ჯავშანტექნიკა და მკაფიო კოორდინაცია სხვადასხვა მიმართულებით მიმავალი რაზმების მოქმედებებს შორის.
პირველი ოფიციალური წყარო, რომელიც შეჭრის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებდა, იყო კურსკის ოლქის ხელმძღვანელი. მან თქვა, რომ ”რუსეთის ეფესბეს და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცებმა არ დაუშვეს საზღვრის გარღვევა. .”
ამავდროულად, რუსი ომის ბლოგერები ავრცელებდნენ ინფორმაციას კურსკის რეგიონში სასტიკი ბრძოლების შესახებ.
„რამდენიმე წყაროდან არსებული პირველადი მონაცემებით, მტერმა მოახერხა რამდენიმე ერთეული ჯავშანტექნიკის შემოყვანა ჩვენს ტერიტორიაზე.მტერი გადარჩენილი ტანკებით ცდილობს გაარღვიოს კურილოვკასა და გონჩაროვკას მიმართულება . მდგომარეობა კვლავ რთულია. უკრაინის შეიარაღებული ძალები ბომბავს ქალაქ სუჯას.“- წერს ტელეგრამის არხი„ორი მაიორი“.
ოთხშაბათს დილით ბლოგერებმა განაცხადეს, რომ ბრძოლა გრძელდება. „გასული ღამის განმავლობაში [მტერმა] ბრძოლაში ორი ბატალიონი გამოიყვანა. აქტიურად იყენებს არტილერიას. სუჯის მიმართ წინსვლაა, ისევე როგორც გუშინ“, – ნათქვამია ტელეგრამის არხზე „სპეციალური ძალების მთავარანგელოზი Z“.
სამშაბათს, ომის მომხრე ტელეგრამა არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების წინსვლის შესახებ სუჯას ჩრდილო-დასავლეთით დარინო-ზელენი შლიახის ხაზის გასწვრივ. სოციალურ ქსელში კი რეგიონული ცენტრის დაბომბვის ამსახველი ვიდეომასალა გამოჩნდა.
ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, დაშავებულია 11 ადამიანი. მსხვერპლთა რიცხვი იზრდებოდა მთელი დღის განმავლობაში, ხელისუფლებამ 28 მსხვერპლის შესახებ განაცხადა .
გუბერნატორის განცხადებებიდან გამომდინარეობს, რომ სუჯანსკის რაიონზე თავდასხმის მსხვერპლი ხუთი ადამიანი გახდა. სამშაბათს სმირნოვმა გამოაცხადა სამი დაღუპელის, ხოლო ოთხშაბათს ღამით, სასწრაფო დახმარების მძღოლისა და მედიკოსის გარდაცვალების შესახებ.
ოთხშაბათს ღამით ქალაქი სუჯა კვლავ ცეცხლის ქვეშ მოექცა, განუცხადა რია ნოვოსტის ქალაქის ხელმძღვანელმა ვიტალი სლაშჩოვმა. აფეთქებები დაფიქსირდა ქალაქ კურჩატოვშიც, სადაც კურსკის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. სავარაუდოდ, იქ საჰაერო თავდაცვის სისტემები მოქმედებდა.
- რა თქვეს რუსმა სამხედროებმა?
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს, 15:05 საათზე, პირველად გააკეთა კომენტარი არსებულ სიტუაციაზე: ”დღეს, მოსკოვის დროით დილის 8:00 საათიდან, მტერი 22-ე მექანიზებული ბრიგადის სამასამდე ბოევიკით საცეცხლე მომზადების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალები 11 ტანკისა და 20-ზე მეტი ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით თავს დაესხნენ რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ქვედანაყოფების პოზიციებს კურსკის ოლქის ნიკოლაევო-დარიინოს და ოლეშნიას დასახლებების რაიონებში, რომელიც პირდაპირ რუსეთ-უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს.
სამშაბათს ნაშუადღევს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა საბრძოლო ზონაში რეზერვების განლაგების, არმიის ავიაციის გამოყენებისა და 16 ერთეული უკრაინული ჯავშანტექნიკის განადგურების შესახებ.
პარალელურად გამოჩნდა სუჯას რეგიონში გადაღებული ვიდეო, სადაც ნაჩვენებია საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც ქალაქის თავზე დაფრინავს.
სამშაბათს საღამოს თავდაცვის სამინისტრომ ახალი განცხადება გააკეთა , რომლის მიხედვით“ უკრაინულმა დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფმა, რომელიც სავარაუდოდ კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შევიდა, ზარალი განიცადა და “უკან დაიხია თავის ტერიტორიაზე”.
ეს შეტყობინება მალევე წაიშალა. „მტერი კვლავ რჩება კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე“, წერს ბლოგერი რომან ალეხინი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, სუჯას მახლობლად მომხდარის შესახებ კომენტარის მოთხოვნის საპასუხოდ, მედიას განუცხადა განუცხადა: „ამ საკითხზე ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს“.
- რა არის ცნობილი დანაკარგების შესახებ
რუსულმა სამხედრო არხებმა გაავრცელეს რამდენიმე განადგურებული უკრაინული ჯავშანტექნიკის ვიდეო, ასევე კადრები, რომლებიც, სავარაუდოდ, სუმის რეგიონში უკრაინული ბუკის საჰაერო თავდაცვის სისტემის განადგურებას ასახავს.
ისინი ასევე აღიარებენ რუსული K-52 შვეულმფრენის დაკარგვას და აცხადებენ, რომ მისი მეთაური დაიღუპა. ასევე იტყობინებიან სხვა ვერტმფრენის შესახებ, რომელიც ჩამოაგდეს, მაგრამ უსაფრთხოდ დაშვება მოახერხა (ტიპი არ არის დასახელებული, სავარაუდოდ Mi-8).
უკრაინულ სოციალურ ქსელში გავრცელდა განადგურებული ტრალის ფოტო ორი T-62 ტანკით . ასევე გავრცელდა ვიდეო, სადაც სავარაუდოდ ექვსი რუსი ჯარისკაცი იყო დაკავებული კურსკის რეგიონში. ვარაუდობენ, რომ მათგან ორი მაინც წვევამდელია, ერთი კი საკონტრაქტო ჯარისკაცია.
მხარეები დაღუპულების შესახებ ოფიციალურად არ აცხადებენ. “ბრძოლა იქნება სასტიკი”
„კურსკის ოლქის საზღვრის სუჯანის მონაკვეთზე ოპერატიული და საბრძოლო ვითარება კვლავ რთულია“, – წერს ტელეგრამის არხი „სასაზღვრო დაცვა ჯოჯოხეთიდან“. – ნიკოლაევო-დარიინოს და დარიინოს დასახლებები მტრის ხელში რჩება. ამ ეტაპზე მტერს ჯერ არ ჰქონდა ამოქმედებულიძირითადი რეზერვები. ტელეგრამის არხები შეიცავს კადრებს სამხედრო აღჭურვილობის განადგურების შესახებ სოფელ ზელენი შლიახთან რილსკ-კორენევო-სუჟას გზატკეცილის მისადგომებზე, რაც მიუთითებს კორენევოსა და სუჯას დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალის გადაჭრის გეგმაზე. სამწუხაროდ, არის დანაკარგები როგორც პირად შემადგენლობაში, ასევე აღჭურვილობასა და ავიაციაში“.
სოფელი დარინო საზღვრიდან ოთხ კილომეტრში მდებარეობს – და დაახლოებით ორ-სამ კილომეტრში რუსეთის ტერიტორიაზე აშენებული საველე სიმაგრეების მთავარი ხაზიდან.
ომის მომხრე ბლოგერებისა და სამხედრო ექსპერტების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ამჯერად მიმდინარე პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე ხანმოკლე რეიდით. მათ მიაჩნიათ, რომ ეს გარღვევა არის ოპერაციის საწყისი ეტაპი, რომელიც მიზნად ისახავს რუსული ჯარების უკან დახევას ფრონტის სხვა ცხელი სექტორებიდან (პირველ რიგში ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებიდან), ან ფრონტის სხვა სექტორზე დაგეგმილი ძირითადი ოპერაციიდან ყურადღების გადატანას.
”მოწინააღმდეგე გეგმავს მეორე ეშელონის ძალების შემოყვანას, რათა შებოჭოს თავდაცბის ჯგუფები და მიაღწიოს რილსკ-სუჯახ ხაზს, რათა გააფართოვოს ტაქტიკური პლაცდარმი”, ამ მიმართულებით ჩართულ ძალებს შორის შენიშნეს უკრაინის ოპერატიული სარდლობის “ჩრდილოეთის” ქვედანაყოფები, რომლებიც ადრე ბელორუსის საზღვართან იყვნენ განლაგებული. ბრძოლა გრძელდება მტრის დაკავებული ხაზებიდან განდევნის მიზნით“ – წერს ტელეგრამ არხი „Дети Арбата“.
რუსი სამხედრო-პოლიტიკური ბლოგერი იური პოდოლიაკა, რომელიც აღწერს ვითარებას რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო ზონაში, იყენებს ტერმინს „კურსკის ფრონტი“.
„საღამოსკენ, მას შემდეგ, რაც მან მეორე ეშელონი შემოიყვანა ბრძოლაში, მტერმა მოახერხა ჩვენს ტერიტორიაზე შეღწევა სვერდლიკოვოს დასახლების მიდამოში“, – აცხადებს პოდოლიაკა. ის მოელოდა “უფრო ძლიერ” შეტევას ოთხშაბათს დილით ელოდებოდა.
„ამჟამად ყველაზე სახიფათო სიტუაციაა აქ, სუჯას ჩრდილოეთით. უკრაინის შეიარაღებული ძალები აგროვებენ ძალებს და, როგორც ჩანს, ხვალ შეეცდებიან ქალაქში შემოსვლას. ბრძოლები იქნება სასტიკი“, – თვლის პოდოლიაკა. „მაშინაც კი, თუ მტერი ვერ შეძლებს წინ გაჭრას(და გარანტიას ჯერ ვერავინ მოგცემთ), იქნება საარტილერიო დაბომბვა და დრონების თავდასხმები. თანაც დიდი რაოდენობით“.
უცნობია, რა მონაცემებს ეყრდნობა პოდოლიაკა. დღეს დილით მან პოსტში დაწერა, რომ “მტერი განაგრძობდა შეტევის განვითარებას ჩრდილოეთით სუჯა-კორენევოს გზატკეცილის გასწვრივ” და ჯერჯერობით არ არის მოძრაობა თვით სუჯასკენ.
„მან მოახერხა კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტის კონტროლი. მთლიანი წინსვლა სულ რაღაც ერთ დღეში იყო დაახლოებით 15 კმ. ამავდროულად, მტერი აგრძელებს უფრო და უფრო მეტი ბატალიონის შემოყვანას გარღვევაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადა უკვე მთლიანად შემოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე“-ამბობს პოდოლიაკა.
არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ახლა სუჯანსკის რაიონში.
მაგრამ დილით, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა კვლავ გააფრთხილა კურსკის რეგიონში სარაკეტო საფრთხის შესახებ და მოუწოდა მოქალაქეებს სისხლის დონორობისკენ “სასაზღვრო რაიონებში არსებული ვითარების გამო”.