აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მიმდინარე კვირაში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დამატებითი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით HIMARS-ებს გადასცემს.
“პაკეტში შედის მეტი HIMARS, რომელსაც უკრაინელები ძალიან ეფექტურად იყენებენ ბრძოლის ველზე”, – თქვა კირბიმ.
კირბიმ აღნიშნა, რომ HIMARS-ებს უკრაინელები ეფექტურად იყენებენ, ბრძოლის ველზე სხვაობის შესაქმნელად.
- “ვაგრძელებთ უკრაინისთვის ისტორიული დონის დახმარების გაწევას უსაფრთხოების სფეროში. მიმდინარე კვირის ბოლოს ადმინისტრაცია უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის გადაცემის შემდგომი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. ის მოიცავს მეტ HIMARS-ს, რომელსაც უკრაინელები ძალიან ეფექტურად იყენებენ ბრძოლის ველზე სხვაობის შესაქმნელად” – განაცხადა კირბიმ.
მისი თქმით, ეს უკრაინის დახმარების მე-16 პაკეტი იქნება.