აშშ-ს სჯერა, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთთან ომში გამარჯვება, თუ მას ექნება შესაბამისი აღჭურვილობა და მხარდაჭერა. ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“გამარჯვების პირველი ნაბიჯი არის რწმენა იმისა, რომ შეგიძლია გაიმარჯვო. ასე რომ, მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ გამარჯვება. ჩვენ გვჯერა, რომ შეუძლიათ გამარჯვება თუ მათ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა და მხარდაჭერა. ჩვენ ვაპირებთ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია და გავაგრძელებთ ყველაფრის კეთებასს, რაც შეგვიძლია”, – განუცხადა ოსტინმა.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის პრეიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდნენ.