უკრაინას ATACMS-ის რაკეტები და ტანკები უნდა გადავცეთ – მიჩ მაკკონელი

“უკრაინას ATACMS-ის რაკეტები და ტანკები უნდა გადავცეთ”- ამის შესახებ, აშშ-ის სენატში რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა განაცხადა და ასევე ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდისკენ და ახალი ტიპის შეიარაღების მიწოდებისკენ მოუწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები სწრაფად ეუფლებიან დასავლურ იარაღს.

“უკრაინელებს სჭირდებათ მეტი იარაღი, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ, მაგრამ მათ უნდა დაიწყონ უფრო სწრაფად მიღება და ასევე სჭირდებათ ახალი შესაძლებლობები, როგორიცაა უფრო გრძელ დისტანციაზე მოქმედი ATACMS, უფრო დიდი დრონები და ტანკები. [..] მათ სწრაფად შეისწავლეს მოწინავე სისტემები, როგორიცაა HIMARS, Javelin და Stinger რაკეტები. დასავლეთის ყოყმანი ამ იარაღის გადაცემაზე, მათ სიცოცხლის ფასად უჯდებათ. საშინელებათა თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუ ბაიდენის ადმინისტრაცია და ჩვენი ევროპელი პარტნიორები ადრე მიაწოდებნენ უკრაინას ამ ინსტრუმენტებს.” -თქვა მაკკონელმა.