უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს ქვეყანა დატოვონ.
“უსაფრთხოების მდგომარეობა მთელს უკრაინაში კვლავ სასტიკი და არაპროგნოზირებადია რუსეთის მხრიდან განხორციელებული სამხედრო თავდასხმების, ქვეყანაში აქტიური საომარი მოქმედებებისა და უსაფრთხოების გაურკვეველი პირობების გამო. აშშ-ის საელჩო მოუწოდებს აშშ-ს მოქალაქეებს არ ჩავიდნენ უკრაინაში, ხოლო უკრაინაში მყოფებს დაუყოვნებლივ დატოვონ კერძო სახმელეთო ტრანსპორტით, თუ ეს უსაფრთხოა”, – წერია საელჩოს განცხადებაში.