სიტუაცია ახლა უკიდურესად მძიმეა. ჩვენ ვნახეთ უკრაინის ფრონტის ჯარები, რომლებსაც არ გააჩნიათ საბრძოლო მასალა, რომელიც საჭიროა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად. ისინი კვლავ გაბედულად იბრძვიან. მათ ჯერ კიდევ აქვთ ჯავშანი, იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ, მაგრამ მათ ახლა ამ აღჭურვილობის რაციონირება უწევთ, იმის გამო, რომ შეერთებული შტატების კონგრესმა ვერ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები. ასე რომ, ჩვენ ველით, რომ დარჩენილი წლის განმავლობაში უკრაინული ძალები გააგრძელებენ გაბედულ ბრძოლას და წაიწევენ წინ, როგორც ეს მათ შავი ზღვის მიმართულებით მოახერხეს. მაგრამ მათთვის ბევრად უფრო რთული იქნება, თუ არ ექნებათ წვდომა იმ საბრძოლო მასალაზე, რომელიც მათ სჭირდებათ.

განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე.