ასეთ პლაკატებს ლვოვის ქუჩებში მრავლად ნახავთ. ეს არის იმ ფრაზის გამოძახილი, რომელიც პუტინმა უკრაინასთან მიმართებაში 7 თებერვალს თქვა:
“нравится не нравится – терпи, моя красавица”,
(მოგწონს თუ არ მოგწონს, უნდა აიტანო ლამაზო). მაშინ, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ბევრმა ამ ფრაზაში სექსუალური ძალადობის ქვეტექსტი დაინახა.
კრემლი ამტკიცებდა, რომ პუტინი მხოლოდ “მინსკის შეთანხმების“ დაცვის აუცილებლობას გულისხმობდა, თუნდაც ის კიევს არ მოსწონდეს. უკრაინაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, „სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობის აღიარებისას პუტინმა განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმებამ არსებობა შეწყვიტა.
“მე არ ვარ შენი ლამაზი“– წერია უკრაინის ქუჩებში გამოკრულ პლაკატებზე.