უკრაინაში დანაკარგების გამო რუსეთის საჰაერო სადესანტო ჯარების მეთაური გაათავისუფლეს – ინფორმაციას ამის შესახებ, ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) უკრაინელ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ასევე ISW-ის ცნობით, ახალ მეთაურად დანიშნულია გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკი.
“ISW-ის არ შეუძლია დამოუკიდებლობა დაადასტუროს ეს ინფორმაცია ან სერდიუკოვის როლი უკრაინაში შეჭრის დროს, მაგრამ თუ ისინი სწორია, ეს მიუთითებს იმაზე, რომ სერდიუკოვი პასუხისმგებელია რუსეთის საჰაერო სადესანტო ქვედანაყოფების ცუდ მუშაობასა და მძიმე დანაკარგებზე, განსაკუთრებით კიევის მახლობლად ადრეულ ოპერაციებში. უწყვეტმა გათავისუფლებებმა და სავარაუდო შიდა წმენდამ მაღალი რანგის ოფიცრების შიგნით, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად ძირს გამოუთხრის რუსული სარდლობის სუსტ შესაძლებლობებსა და რუსი ოფიცრების ნდობას”, – აღნიშნულია ინსტიტუტის განცხადებაში.