უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა საქართველოში ჩამოასვენეს.
ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა ლუგანსკის ოლქში, რუბეჟნოესთან 16 აპრილს დაიღუპნენ, როდესაც ქალაქში ცოტა ხნით ადრე დაღუპული ქართველი მებრძოლის, არკადი კასრაძის ცხედრის გამოსაყვანად მიდიოდნენ.
აეროპორტში ქართველი ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად ოჯახის წევრები, მეგობრები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი.