უკრაინაში დიდი ბრიტანეთის საელჩო კიევიდან ლვოვში გადადის

უკრაინაში, დიდი ბრიტანეთის საელჩო კიევიდან ლვოვში გადადის. აღნიშნულ ინფორმაციას, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს და მოუწოდებს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა სანამ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია.

“რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება, სახიფათოდ იმოქმედებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის შესაძლებლობზე საკონსულო მომსახურეობა გასწიოს უკრაინაში. სამხედრო მოქმედებების შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არ უნდა ელოდნენ საკონსულოს მხარდაჭერას ევაკუაციისთვის.” – ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი.