უკრაინაში ელჩი არ დაუბარებიათ, უწყებაში შეხვედრას საელჩოს დიპლომატი გამართავს – აღნიშნულ ინფორმაციას, საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“უწყებაში შეხვედრას გამართავს საელჩოს დიპლომატი, რომელიც დადგენილი წესის თანახმად გაუცვლის ინფორმაციას უკრაინის მხარეს მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, რომელიც გახლავთ უკრაინის მოქალაქე”, – აღნიშნავენ სამინისტროში.
ცნობისთვის, გამოცემა UNIAN-მა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევში საქართველოს ელჩი, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით დაიბარეს.