უკრაინაში ელჩი არ დაუბარებიათ, უწყებაში შეხვედრას საელჩოს დიპლომატი გამართავს – საგარეო საქმეთა სამინისტრო

უკრაინაში ელჩი არ დაუბარებიათ, უწყებაში შეხვედრას საელჩოს დიპლომატი გამართავს – აღნიშნულ ინფორმაციას, საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“უწყებაში შეხვედრას გამართავს საელჩოს დიპლომატი, რომელიც დადგენილი წესის თანახმად გაუცვლის ინფორმაციას უკრაინის მხარეს მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, რომელიც გახლავთ უკრაინის მოქალაქე”, – აღნიშნავენ სამინისტროში.

ცნობისთვის, გამოცემა UNIAN-მა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია,  რომ კიევში საქართველოს ელჩი, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით დაიბარეს.