“უკრაინაში ვართ მოხალისეები, მოხალისეობის გამო მოქალაქეობას ჩამოგვართმევენ? ” – ასე ეხმაურება, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე, რომეო ფარულავა ”ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს, რომლის მიხედვით, სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას.
”ნუ იგონებს რაღაცებს ბატონი მდინარაძე. ეგ არის პირდაპირ მუქარა. მაგით ვერ შეგვაშინებს. ყველაზე მთავარი – ჩვენ აქ, ვინც ვიმყოფებით, ვართ მოხალისეები. მოხალისეობის გამო როგორ ფიქრობს ახლა მამუკა მდინარაძე იურისტი, რომ მისი სიტყვების გამო ჩვენ მოქალაქეობას ჩამოგვართმევენ. ნუ იმუქრება ბატონი მდინარაძე”. – აცხადებს რომეო ფარულავა.