“გუშინ ივანიშვილის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ინტერვიუში თქვა, დიდი ამბავი თუ აქ ათრიეს, უკრაინაშიც ხომ ათრიეს თმებითო.

ეტყობა ამბები არ მოდის – უკრაინის სასაზღვრო ძალების მაღალჩინოსანი, რომელმაც ჩემს წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, ახლა “წამებისთვის და არაადამიანური მოპყრობისთვის” სამართლდება უკრაინის ბორისპოლის რაიონის სასამართლოს მიერ და ხანგრძლივი პატიმრობა ელოდება.

​ეს ისე, მაინც გაითვალისწინეთ…”

ასე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ექსპრეზიდენტის კადრების გამოქვეყნებაზე თქვა, რომ საზოგადოებას ის უკრაინაში უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ნანახი – “უკრაინელმა სამართალდამცველმა კარლოსონივით თმებით ათრია”.