უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსი გაიტაცა და 20-მდე მგზავრი და მძღოლი მძევლად აიყვანა. ის ირწმუნება, რომ შეიარაღებაში აქვს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ყუმბარები და ავტობუსში განთავსებულია ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა. მისივე მტკიცებით, ბომბი ქალაქის ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილასაც აქვს დამონტაჟებული.უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად „ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საფრთხე გაანეიტრალოს და მძევლები გაათავისუფლოს.“
სამართალდამცავები მოსახლეობას, მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით სახლებსა და სამსახურებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
ამასთან, სამართალდამცველების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც ქალაქ ლუცკის ცენტრიდან ავტობუსი გაიტაცა, ნასამართლევია.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელს ფსიქიკური აშილილობა აქვს და ინციდენტამდე ფსიქიატრთან კურსს გადიოდა. მათივე ინფორმაციით, ის ნასამართლევია.
სამართალდამცავებმა მძევლებიანი ავტობუსი ალყაში მოაქცია. ტერორისტმა სამართალდამცავებს ცეცხლიც გაუხსნა. პოლიცია აცხადებს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსი გაიტაცა და მგზავრები მძევლად აიყვანა, გატაცებამდე მამაკაცმა, რომელიც საკუთარ თავს „მაქსიმ პლახოის“ უწოდებს, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ყველას ულოცავს „ანტისისტემის“ დღეს და აცხადებს, რომ „სახელმწიფო – პირველი ტერორისტია.“ მამაკაცი მოითხოვს, რომ მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან. კერძოდ, ის აღნიშნული შინაარსის ვიდეომიმართვის გავრცელებას სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებისგან ითხოვს.