“უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ყოველდღიურად ავრცელებს ინფორმაციას უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპული რუსების რაოდენობის შესახებ. ამ რიცხვმა მიაღწია თითქმის 15 000 დამპყრობელს.

ამ სტატისტიკას სხვა კუთხით შევხედე. ომის 24 დღის განმავლობაში რუსებმა 15 000 ჯარისკაცი დაკარგეს. 24 დღე არის 576 საათი. და ეს, თავის მხრივ, არის 34 560 წუთი.

ანუ თითქმის ყოველ ორ წუთში ერთ რასისტს კლავენ უკრაინაში. ეს სტატისტიკა ოკუპანტებს ბევრად უფრო მძიმედ დაარტყამს.

დიდება შეიარაღებულ ძალებს! დიდება უკრაინას!”

წერს უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი, ალექსანდრე ტკაჩენკო ტელეგრამზე. უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტმა დაახლოებით 14 700 ჯარისკაცი დაკარგა.