უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ზაქრო შუბითძე დაიღუპა.

ზაქრო შუბითიძე, “ქართული ლეგიონის” წევრი იყო.

როგორც ცნობილია პოზიციები, სადაც ზაქრო შუბითიძე სხვა მებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა, ოკუპანტების მასობრივი საარტილერიო იერიშის სამიზნე გახდა. ზაქრო შუბითიძემ სასიკვდილო ჭრილობა მიიღო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 48 ქართველი ემსხვერპლა.