შაბათი, 5 ივლისი , 2025, 19:21

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას ვანო ნადირაძე ავრცელებს. ის პეტროვსკის მიმართულებაზე იბრძოდა.

“ჩემი ბონდო აღარ გვყავს. ბრძოლაში დაეცა გმირულად, ბოლო ტყვიამდე იბრძოლა”, – წერს ის.

ბონდო გაგნიძე უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა. მებრძოლი 67-ე ბრიგადის რიგებში ირიცხებოდა. ბონდო გაგნიძე 69-ე ქართველი სამხედროა, რომელიც 2022 თებერვლის შემდეგ, უკრაინის ომში დაიღუპა.