უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი, ბერდია ჯოხაძე დაიღუპა.ინფორმაციას ჯარისკაცის ოჯახი ადასტურებს.
არსებული ინფორმაციით, მებრძოლი ხერსონში, რუსი ოკუპანტების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.
ოჯახი ამბობს, რომ მებრძოლს საქართველოში 19 აგვისტოს, პარასკევს 10:00 საათზე ჩამოასვენებენ. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში, 12:00-დან – 20:00 საათამდე გაიმართება.
24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 18 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.