უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებროძოლი ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, არკადი კასრაძე დაიღუპა.
ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 6 ქართველი მებრძოლი დაიღუპა: გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა, ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი. ალყაშემორტყმული მარიუპოლის გამო ბახვა ჩიქობავას საქართველოში გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, ჯამში 9 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.