უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი – რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას ქართული ლეგიონი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ისინი დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს დაიღუპნენ.
ამასთანავე ვრცელდება ინფორამცია, რომ დაჭრილია 9 ქართველი მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.