ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა ყოველდღიურ ანგარიშში იმ პრობლემებზე წერს, რაც უკრაინაში მებრძოლ რუსულ არმიას აქვს. ანგარიშის მიხედვით რუსეთის არმია უკრაინაში კვლავ განიცდის დისციპლინის და საბრძოლო სულისკვეთების პრობლემას. ბრძოლების შედეგად გამოფიტვის და დიდი დანაკარგების გარდა, სამხედროების უკმაყოფილებას ანაზღაურების პრობლემებიც იწვევს.
- რუსეთის არმიაში სამხედროების შემოსავალი მოკრძალებული ძირითადი ხელფასისგან შედგება, რომელსაც პრემიების და დანამატების რთული სისტემა ემატება.უკრაინაში მებრძოლ სამხედროებს ბრძოლებში მონაწილეობის გამო მოზრდილი პრემიები უნდა აეღოთ, თუმცა ვერ მიიღეს. როგორც ჩანს, ეს არაეფექტურ სამხედრო ბიუროკრატიასთან, “სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ უჩვეულო სამართლებრივ სტატუსთან და მინიმუმ ზოგიერთ შემთხვევაში, მეთაურებს შორის კორუფციასთან არის დაკავშირებული.
- რუსეთის არმიის მეთაურობა ვერ ართმევს თავს უკრაინაში გაგზავნილი სამხედროების საბაზო საჭიროებებით დაკმაყოფილებას. საუბარია აუცილებელ სამხედრო ფორმაზე, შეიარაღებაზე და საკვებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ანაზღაურებაზე. ეს კი უარყოფითად მოქმედებს მებრძოლი რუსი სამხედროების მორალურ მდგომარეობაზე.– წერს ბრიტანეთის დაზვერვა.