უკრაინაში მედვედჩუკის ცოლის 27 მილიონიანი აქტივები დააყადაღეს

უკრაინაში ყოფილი ტელეწამყვანის, პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის, მეუღლის, ოქსანა მარჩენკოს ერთ მილიარდ გრივნამდე (27 მილიონ დოლარზე მეტი) აქტივები დააყადაღეს. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU-მ) განაცხადა.

ცნობილია, რომ მარჩენკო ევროპის ერთ-ერთი უდიდესი საწარმოს, ზაპოროჟიეს ფეროშენადნობთა ქარხნის აქციების 13,7%-ს ოთხი ოფშორული კომპანიის მეშვეობით ფლობს. მარტის ბოლოს უკრაინაში მარჩენკოს 11,9 მილიონი დოლარის აქტივები დააყადაღეს, თებერვაში კი 152,4 მილიონი დოლარის.

ცნობისთვის, მარჩენკო იმ მოქმედებების დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი, რომლებიც ჩადენილია კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლის ან ჩამოგდების ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების, ტერიტორიის საზღვრის შეცვლის ან უკრაინის სახელმწიფო საზღვრის შეცვლის მიზნით.