უკრაინაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა – UNIAN-ის ცნობით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ბელორუსის ტერიტორიიდან აფრინდა ორი გამანადგურებელი და რუსული შორი დისტანციის სარადარო თვითმფრინავი A-50.

საჰაერო განგაშის მიზეზები:

12:16 (კიევის დროით) მაჩულიშჩი, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების AWACS A-50U აფრენა რეგ. ნომერი RF-50608.

12:16 ბარანოვიჩი. გამანადგურებლის აფრენა.

12:03 ბარანოვიჩი. გამანადგურებლის აფრენა.

12:40 მაჭულიშჩი. MiG-31K VKS RF-ის აფრენა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაცია ოპერირებს კიევის რეგიონის ცაში, იტყობინება სახმელეთო ძალები.

უკრაინელები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოწინააღმდეგის თვითმფრინავი დაკვირვების ქვეშ იმყოფება და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

შეგახსენებთ, რომ დღეს მოსკოვის დროით 12:00 საათზე რუსულმა მხარემ საშობაო არდადეგებზე ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, უკრაინულმა მხარემ ამ ნაბიჯს „თვალთმაქცობა“ უწოდა.