უკრაინაში მსგავსი ბრალდებით ციხეში არავინ ზის – სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი საქართველოში შემოუშვეს. ის ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად გორის ჰოსპიტალთან მივიდა და მასთან შეშვებას ითხოვს.

მისი თქმით, საქმე პოლიტიკურია, რადგან უკრაინაში ამ ბრალდებებით ციხეში არავინ ზის.

“საქართველოში ჩამოსვლის მეორე მცდელობა იყო და კარგია, რომ შემოგვიშვეს. მე ვთვლი, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა, რადგან უკრაინაში მსგავსი ბრალდებით ციხეში არავინ ზის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილს შევხვდე და სამომავლო გეგმებზე დაველაპარაკო.

მის დასახმარებლად სხვადასხვა ვარიანტები გვაქვს, მაგრამ მასთან შეხვედრის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. შეგვიძლია მის საქმეში ევროკავშირის ქვეყნები ჩავრთოთ, რადგან არ შეიძლება, რომ პოლიტიკურ საქმეში მხოლოდ ერთი ან ორი სახელმწიფო დახმარებით მიაღწიო დახმარებას. იმედი მაქვს, რომ საავადმყოფოში შესვლას და მის მონახულების უფლებას მომცემენ”, – თქვა ევგენი გრუშოვეცმა მთავარი არხის ცნობით.