“უკრაინაში ოკუპანტებმა სამხედროზე მეტი სამოქალაქო პირი მოკლეს”- ამის შესახებ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა განაცხადა. მისი თქმით, მისი თქმით, რუსული ძალები ყველაზე დაუცველებს ესხმიან თავს.
„რუსმა ოკუპანტებმა გამანადგურებელი დანაკარგების განცდის შემდეგ დაიწყეს ტერორისტული ომი, ისინი იქცევიან როგორც კრიმინალები და მშიშრები, კლავენ და მძევლად აჰყავთ მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები და ბავშვები. 10 მარტის მდგომარეობით, რუსმა ინტერვენციონისტებმა უფრო მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ვიდრე ჩვენი სამხედროები თავდაცვის სექტორის ყველა სტრუქტურიდან ბრძოლაში დაიღუპნენ. მინდა ეს არა მხოლოდ უკრაინაში გაიგონ, არამედ მთელ მსოფლიოში,“- განაცხადა რეზნიკოვმა.