უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მინიმუმ 6500 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა–გაერო

IRPIN, UKRAINE - APRIL 18: Ukrainian civilians and soldiers who lost their lives due to the Russian attacks are being buried in the cemetery in Irpin, Ukraine, on April 18, 2022. (Photo by Metin Aktas/Anadolu Agency via Getty Images)

მინიმუმ 6595 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10 189 დაიჭრა მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ეს არის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაცია.

მოკლულთა შორის 415 ბავშვია, 2575 მამაკაცი, 1767 კი ქალი, 1838 კი ზრდასრული დაამიანია, რომელთა სქესი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის.

ბევრი სამოქალაქო პირი დაიღუპა დონეცკსა და ლუგანსკში – უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში , რომელიც საბრძლო მოქმედებების ეპიცენტრია და სადაც ბოლო თვეებში ყველაზე ინტენსიური ბრძოლები მიმდიანერობს.

გაეროს ინფორმაციით 3939 სამოქალაქო პირი მოკლეს და 5338 დაიჭრა დონეცკსა და ლუგანსკში, მათ შორის 449 რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

კომისარი ამბობს, რომ სინამდვილეში ციფრები ბევრად მეტია, თუმცა კონფლიქტის  განსაკუთრებული ინტენსიურობის გამო ზუსტი ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია  ისეთი ქალაქებიდან, როგორებიც არის  მაგალითად  მარიუპოლი, იზიუმი, ლისიჩანსკი, პოპასნა და სევეროდონეცკი.

დაფიქსირებული სამოქალაქო მსხვერპლის უმეტესობა აფეთქებებს შეეწირა   მძიმე არტილერიით, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით, რაკეტებით დაბომბვის და საჰაერო დარტყმების შედეგად, ნათქვამია მოხსენებაში.