უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 200 ბავშვი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ 200 ბავშვი დაიღუპა, 360 ბავშვი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.

ჯამში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების შედეგად 560 ბავშვი დაზარალდა.