NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში ომი გადამწყვეტ ფაზაშია, ამიტომ “მნიშვნელოვანია ქვეყანას უნდა მიეწოდოს ის იარაღი, რომელიც გამარჯვებისთვის სჭირდება”.
“ომის გადამწყვეტ ფაზაში ვართ. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მივაწოდოთ ის იარაღი, რომელიც მას გასამარჯვებლად სჭირდება.[…] მძიმე სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მხრივ, ბოლო პერიოდში აღებული ვალდებულებები ძალიან მნიშვნელოვანია და მე კიდევ უფრო მეტს ველოდები უახლოეს მომავალში”, – თქვა სტოლტენბერგმა.