”ქართველი ხალხისადმი გზავნილი ისაა, რომ უკრაინაში ომი საერთო პატერნის ნაწილია, პატერნის, რომელიც სინამდვილეში საქართველოში შეჭრით დაიწყო. შემდეგ ჩვენ ვიხილეთ სასტიკი ომი სირიაში, შემდეგ ვნახეთ ყირიმის უკანონო ანექსია და მას შემდეგ, ჩვენ ახლა ვნახეთ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ისეთ პარტნიორებთან ახლოს მუშაობას, როგორიც საქართველოა და ახლა, ომის დაწყებიდან 1 წელში, ეს ჩვენი გზავნილის ნაწილიცაა.”

განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.