უკრაინაში ომმა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შენელება გამოიწვია – მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკის 2022 წლის ზრდის პროგნოზი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო 4.1%–დან 3.2%–მდე შეამცირა.

ბანკის პრეზიდენტის, დევიდ მალპასის თქმით, ეს უკავშირდება ზრდის შეჩერებას ძირითადად ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

მანამდე მსოფლიო ბანკი 2022 წელს უკრაინის ეკონომიკის თითქმის ორჯერ შემცირებას ვარაუდობდა.

ექსპერტებიბს აზრით, რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი დიდ უფრო დიდ ზიანს მიაყენებს მთელ აღმოსავლეთ ევროპას, ვიდრე კორონავირუსის პანდემიამ მიაყენა.

ბანკმა უკვე გამოყო უკრაინის დასახმარებლად 1 მილიარდი დოლარი და პირობას დებს, რომ უახლოეს თვეებში კიდევ 2 მილიარდს გამოყოფს.