ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი ამბობს, რომ უკრაინაში ომში მომდევნო 2-3 კვირა გადამწყვეტი იქნება.
“მომდევნო ორი– სამი კვირა გადამწყვეტია. რაც მოხდება 2023 წელს, ბევრი რამ დამოკიდებულია მომავალ კვირებზე. ეს არის ის, რაც განსაზღვრავს ჩვენს მომავალს“- თქვა მან ესპანურ გამოცემა Mundo-სთან ინტერვიუში.
ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს კიევისთვის ყველა საჭირო დახმარების მიცემა.